ურთიერთ
დასწრების ოქმი.
2022 წლის 29 აპრილს ჩავატარე გაკვეთილი სახვით და გამოყენებითი ხელოვნებაში დაწყებითი საფეხურის VI კლასში. გამოყენებული აქტივობები სრულად შეესაბამებოდა
ისგ-ით დაგეგმილ გეგმას, რომლებიც ემყარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების მიზნებსა და ამოცანებს.გაკვეთილზე მესწრებოდა სახელმწიფო ენის კათედრის თავჯდომარე ნინო კვიმსაძე.
გაკვეთილის თემა :,,ჩემი ახლობლის პორტრეტი“.
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლეებს
განვუვითაროთ დაკვირვების
უნარი,პორტრეტის შექმნისას ადამიანის სახასიათო ნიშნების დაფიქსირების უნარი, რათა
მან შეძლოს ნატურიდან თუ წარმოსახვით ადამიანის პორტრეტის შექმნა.
ს.გ.დაწყ.(VI).4..მოსწავლეებმა უნდა შესძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა დაპრინციპების მიზანმიმართულად გამოყენება ნამუშევარში ჩანაფიქრის,
გუნება-განწყობის (ემოციების) და შთაბეჭდილებების გადმოსაცემად.
- სხვადასხვაგვარი
მონასმებით და ეფექტებით გადმოსცემს განწყობილებას.
- სხვადასხვა
მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას და სტატიკას, რიტმს, სიმეტრიას და
ასიმეტრიას ჩანაფიქრის გადმოსაცემად.
გაკვეთილი დავიწყე საორგანიზაციო
აქტივობით, გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის თემა, მიზანი, გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები, განმავითარებელი შეფასების რუბრიკები. შევახსენე კლასში ქცევის წესები, რომლებიც მათი უშუალო მონაწილეობით იყო შემუშავებული. ვთვლი, რომ ამ აქტივობამ ხელი შეუწყო წინასაგაკვეთილო განწყობის შექმნას.
გაკვეთილზე შექმნილი იყო უსაფრთხო, პატივისცემაზე დამყარებული და თანამშომლობითი
სასწავლო გარემო. მოსწავლეების მიმართ მქონდა კეთილგანწყობილი
დამოკიდებულება.
წინასწარ შერჩეული კითხვები დამეხმარა მოსწავლეთა პროვოცირებასა და წინარე ცოდნის გააქტიურებაში, ახალი საგაკვეთილო თემის განვლილ მასალასთან დაკავშირებაში და სასურველი მიზნის განსაზღვრაში. მოსწავლეებმა შეძლეს ამოეცნოთ სხვადსხვა კულტურის ხელოვნების
ნიმუშების მახასიათებელი ნიშნები და იმსჯელეს, როგორ აისახა სოციალურ, ისტორიულ და
რელიგიურ კონტექსტში მათი ვიზუალური მხარე.
ახალი მასალის უკეთ გაგების მიზნით გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდები, აქტიური ლექცია, ილუსტრაციები. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები. ახალი მასალის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით მოსწავლეებს მუდმივად ვამუშავებდი თვალსაჩინოებასთან, ვახდენდი მასალის განმტკიცებას. მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული
დავალება ( ხატვა). დავალება იყო სადაც უნდა დაეხატათ საკუთარი თავის პორტრეტი და
უნდა ყოფილიყო ემოციური გამოხატულების. მოცემულ დავალებას გაართვა თავი ყველა
მოსწავლემ. თითოეულმა მოსწავლემ გააკეთა ნახატის პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნა
სხვადსახვა ემოციური გამოხატულების პორტრეტები და ისაუბრა ყველა მოსწავლემ საკუთარ
პორტრეტის ემოციურ მხარეზე.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასება წინასწარ ცნობილი რუბრიკების გამოყენებით.
საერთო ჯამში გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული თითქმის ყველა აქტივობაში. საერთო ჯამში, მე ვთვლი, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე.
სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თინათინ აფრიდონიძე
29.04.2022
წ.
No comments:
Post a Comment