Sunday, 11 September 2022

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

 

თარიღი:5.09.2021

საგანი: ხელოვნება

მასწავლებლეის სახელი, გვარი : თინათინ აფრიდონიძე.

მოსწავლე: საბა კობახიძე.

კლასი:V.

მიმართულება:შემოქმედებითობა და პრაქტიკა.

გრძელვადიანი მიზანი.

1.    

 

ხელოვ.ს.გ.V.2.მოსწაავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა მასალის გამოყენება საკუტარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

 

მოკლევადიანი მიზნები:

 

1.1.

იყენებს განსხვავებულ ხერხებს, ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის გამოყენებით.

 

1.2

ქმნის დეკორატიულ და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით.

 

1.3

ქმნის სიმეტრიულ, ასიმეტრიულ,რიტმულ ნამუშევრებს, გამოყოფს ნამუშევარში მთავარს, იყენებს სხვადასხვა ფერებს.

 

 

 

ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე 

რესურსი

1.1.1

დავადგინოთ რა ცოდნას და უნარ-ჩვევებს ფლობს მოსწავლე. განვსაზღვროთ რამდენად შეუძლია სხვადასხვა მასალის გამოყენება და რაიმე ნამუშევრის შექმნა. მაგალითად მივცეთ დავალება ფერადი ფურცლების, მუყაოს გამოყენებით გააკეთოს პეიზაჟის კომპოზიცია. მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება მოსწავლის საქნიანობას და პერიოდულად ეხმარება ან აძლევს სათანადო მითითებებს.

ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, მუყაოს ფურცელი.

1.1.2

მოსწავლეს გამოუმუშაოთ ბუნებაზე და გარემოზე დაკვირვების უნარი. მაგალითად გაიხედოს სარკმელში და ისაუბროს როგორი ამინდია, ისაუბროს მის შესახებ. საუბრის შემდგომ მისი შთაბეჭდილებები გადაიტანოს სახატავ რვეულში. მასწავლებელი დააკვირდება რამდენად სწორად აკეთებს მიცემულ დავალებას და საჭიროების შემთხვევაში აძლევს სათანადო მითითებებს. შესრულების შემდგომ მოსწავლე მოახდენს ნამუშევრის პრეზენტაციას.

სახატავი რვეული, საშლელი, უბრალო და ფერადი ფანქრები.

1.1.3

 

მოსწავლეს გაუღვივოთ ფანტაზია, ხელოვნური და ბუნებრივი მასალის დამოყენებით. მაგალითად პლასტენილის, ხის ტოტის, მავთულის, ფერადი ფურცლების გამოყენებით გააკეთოს ხე რომელსაც ასხია ფოთლები და ყვავილები. შექქმნას მინი მაკეტი პეიზაჟის კომპოზიციით. მოსწავლე ჩაერთვება სამუშაოში და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება სასწავლებელი.

 

მუყაოს და ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, პლასტენილი, ხის ტოტი, მავთული.

1.2.1

 

მოსწავლეს განვუვითაროთ აპლიკაციის ხერხით ნამუშევრის შექმნის უნარი. ვთხოვოთ მოსწავლეს რა ნივთებს მოიხმარს სახლში. ტას იყენებს ყოველდღიურად. ჩამოთვლილი საგნები დავახარისოთ დეკორატიულია თუ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშია. მივცეთ დავალება დახატოს მის მიერ დასახელებული ერთი დეკორატიული და ერთიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში. მასწავლებელი დააკვირდება მუშაობის პროცესში ასრულებს თუ არა მოსწავლე სწორად დავალებას. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მას.

სახატავი რვეული, საშლელი, უბრალო და ფერადი ფანქრები.

1.2.2

მოსწავლეს გამოუმუშაოთ  დეკორატიული-გამოყენებითი ნივთის მარტივად შექმნის უნარი. მაგალითად მოსწავლეს მივცეთ დავალება თიხისგან გამოძერწოს მრგვალი წრე, მისცეს მას თეფშის ფორმა. გუაშების გამოუენებით გააკეთოს მასზე მარტივი გეომეტრიული ფიგურები. დავალების დსრულების შემდგომ გააკეთოს პრეზენტაცია.

 

საძერწი თიხა, გუაში, ფუნჯი, წყალი.

1.2.3

 

მოსწავლეს გავაცნოთ ძველი სამყაროს ქანდაკებები. დავიხმაროთ სახელმძღვანელო იქ მოცემული ილუსტრაციები. ავაღწერინოთ თითოეული მათგანი. მასწავლებელი აუხსნის ქანდაკების სპეციპიკას. რა მასალისგან იქმნება ქანდაკება, რატომ აკეთებდა ადანიანი მას, რა დანიშნულების იყო ის ძველ დროში და თანამედროვეობაში რა როლს ასრულებს.

 

 სახელმძღვანელო. მერხი, დაფა, ცარცი.

1.3.1

 

მოსწავლეს განვუვითაროთ საგანთა პროპორციაზე დაკვირვების და მისი პრაქტიკულად ასახვის უნარი. მოსწავლეს ავაღწერინოთ მისი სახის სხეულის მაწილები. ის ჩამოთვლის მას. მასწავლებელი საუბრობს რომ ეს არის ადამიანის სხეულის პროპორცია სადაც დაცულია ყველაფერი ასევეა უსულო საგნებთან, მაგალთად ავიღოთ დოქირომელიც შედგება სხვადასხვა ნაწილისაგან : თავი, ყელი ტანი, სახელურისგან და ეს ნივთი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში. ამ ნივთში პროპორცია თუ არ იქნა დაცული ის მაშინ  შესაძლებელია არაგამოყენებად ნვთადაც კი იქცეს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწავლეს მივცეთ დავალება პლასტენილისგან გამოძერწოს პროპორციულად გაწონასწორებული ნიმუში. მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მას.

პლასტენილი საძერწი დაფა. სახელმძღვანელო.

1.3.2

ერთმანეთისგან რომ გაარჩიოს მოსწავლემ სიმერტია და ასიმეტრია. მასწვლებელი ხატავს დაფაზე ერთი და იგივე ფიგურას პროპორციების დაცვით და დარღვევით. ამით თვალსაჩინო გახდება ასიმეტრია რას ნიშნავს. ასიმეტრიულ ფიგურებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ის ხვდება მასწავლებელი ჩამოათვლევინებს მას სად უნახავს. დავალებად მან უნდა დახატოს ორი ერთნაირი ფიგურა სიმეტრიული და ასიმეტრიული.

სახელმძღვანელო. მერხი, დაფა, ცარცი, სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები, საშლელი.

1.3.3

მოსწავლეს გავაცნოთ რიტმის ცნება მხატვრობაში. აუხსნათ მას თანმიმდევრულ მოძრაობას რიტმი ეწოდება. რიტმი აუცილებელია მუსიკაში, ცეკვის დროს და ასევე მხატვრობაშიც. მაგალითად ორნამენტების დროს. დახატოს მან მაგალითად დოქი და გაუკეთოს მარტივი გეომეტრიული ფიგურების ორნამენტი. დავალების დასრულების შემდგომ  გააკეთოს პრეზენტაცია.

 

სახელმძღვანელო. მერხი, დაფა, ცარცი, სახატავი რვეული, ფერადი ფანქრები, საშლელი.

 

მიმართულება: ხელოვნების  აღქმა კონტექსტში.

 


გრძელვადიანი მიზანი:

2.     

მოსწავლემ  შესძლოს ქართული ხელოვნების  ნიმუშებზე და ხელოვანების შეოქმედების  გაცნობა და საუბარი მათ  შესახებ.

მოკლევადიანი მიზნები:

2.1.

·         .საუბრობს ქართული ქანდაკების და არქიტექტურის რამდენიმე ნიმუშზე.

2.2

·         საუბრობს სად უნახავს მატერიალური კულტურული ძეგლები და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

2.3

  • ამოიცნობს რამდენიმე ცნობილი ქართველი მხატვრის და მოქანდაკის ნამუშევარს.

 

ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე 

რესურსი

2.1.1

მოსწავლეს ავახწერინებ სახელმძღვანელოში მოცემულ ქანდაკების ილუსტრაციებს. დაუსვამ შეკითხვებს მათ შესახებ. მოსწავლე ახწერს სხვადასხვა ტიპის ქანდაკების ნიმუშებს.

სახელმძღვანელო.

2.1.2

მოსწავლეს მივცემ პრაქტიკულ დავალებას პლასტენილის გამოყენებით გამოძერწოს რაიმე მარტივი ფრინველის ან ცხოველის ფიგურა. გამოთქვას აზრი თავის შესრულებულ დავალებაზე.

საძერწი დაფა, პლასტენილი.

2.1.3

მოსწავლე გამოთქვამს აზრს ქართული ქანდაკების და არქიტექტურის შესახებ. იპოვის განსხვავებეს საუკუნეების მიხედვით.

სახელმძღვანელო.

2.2.1

მოსწავლე შეძლებს გააკეთოს ქართული არქიტექტურული ძეგლების ჩანახატის გაკეთებას.

სახატავი რვეული, უბრალო ფანქარი, საშლელი, ფერადი ფანქრები.

2.2.2

მოსწავლე ისაუბრებს თავისივე შექმნილი ნახატზე, რა დახატა. რაც ქონდა ჩაფიქრებული. რა გაუჭირდა ყველაზე უფრო და რას დაამატებდა.

 

სახატავი რვეული.

2.2.3

 

მოსწავლე შეძლებს ჩამოთვალოს მატერიალური კულტურული ძეგლები. მასწავლებელი მას დაეხმარება მის დახარისხებაში.

სახელმძღვანელო.

2.3.1

მასწავლებელი მოსწავლეს გააცნობს სახელმძღვანელოს გამოყენებით ქართველ მოქანდაკეებს, მათ შემოქმედებას.

სახელმძღვანელო.

2.3.2

მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს რამოდენიმე ქართველი მოქანდაკის ილუსრტაციას და სთხოვს ამოიცნოს ვისი შესრულებია, რა სათაურისაა და ასე შემდეგ.

სახელმძღვანელო. ქართველი მოქანდაკეების ილუსტრაცია.

 

No comments:

Post a Comment