Saturday, 31 March 2018

XVII საუკუნის ქართული კულტურა, კასტელის მოღვაწეობა საქართველოში.


თინათინ აფრიდონიძე -სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი.
                              XVII საუკუნის ქართული კულტურა, კასტელის მოღვაწეობა საქართველოში.
მასწავლებელი მუდმივ ძიებაშია. თანამედროვე ცხოვრების რიტმი არავის ინდობს, გამუდმებით იზრდება მოთხოვნები მასწავლებლების და მოსწავლეების მიმართ.
როცა სწავლება ბუნებრივად და სასიამოვნოდ მიმდინარეობს, მოსწავლე ნასწავლ მასალას უკეთ იმახსოვრებს, ხოლო იმის მიმართ რაც არ მოსწონს , გულგრილია და ცდილობს, მალე დაივიწყოს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიები, რომელიც საგაკვეთილო პროცეს უფრო საინტერესოს გახდის. მისი მეშვეობით ადვილია ახალი მასალის ახსნა, ნაკლული მხარეების შევსება და დიდია ინტერესი მოსწავლეთა მხრივ, ამიტომ საგაკვეთილო პროცესში ამ ტექნოლოგიების ჩართვა ძალზე შედეგიანია.
განათლების რეფორმის მიზანია მოსწავლის აღჭურვა იმ ცოდნით და უნარ-ჩვევებით, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრეს, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
საჯარო სკოლების  IX კლასში ისწავლება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. სახელმძღვანელოს ავტორებია: ნ. კუნჭულია, მ. მეხაშიშვილი, ნ. მიქაბერიძე. გავეთილის თემა გახლავთ: ,,XVII საუკუნის ქართული კულტურა, კასტელის მოღვაწეობა საქართველოში“. სახელმძღვანელოში აღნიშნული საკითხი საინტერესოდ არის წარმოდგენილი. მასწავლებლის მიზანს წარმოადგენს რომ ამ გაკვეთილზე ჩართული იქნას თითოეული მოსწავლე აქტუალურად ქართული კულტურის შესწავლის მიზნით.
შემოგთავაზებთ გაკვეთილს, რომელშიც გამოვიყენე ჩემს მიერ შექმნილი რესურსი.
გაკვეთილის თემა- ,,XVII საუკუნის ქართული კულტურა, კასტელის მოღვაწეობა საქართველოში“.
გაკვეთილის მიზანი; მოსწავლეები შესძლებენ გაიხსენონ, გაანალიზონ, შეაფასონ და შეადარონ რა ხდებოდა  XVII საუკუნის საქართველოში. რომელი ქვეყნების კულტურა ახდენდა გავლენას ჩვენს ქვეყანაზე და რატომ, რა განვითარდა ქართულ კულტურაში.
რესურსი მომზადებულია PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით, რომელიც შედგება 12 სლაიდისაგან.
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება;
(სლაიდი 2)







  ქრისტოფორო დე კასტელი  1627 დონ წელს ჩამოვიდა  საქართველოში და 26 წელი გაატარა.







კასტელი   წერდა:   ,, თვალის ერთი შევლებით  ყველაფრის დანახვა შეიძლება, მაშინ,  როდეაც დაწერას მეტი დრო დასჭირდება”.

·         რა მისია ჰქონდათ კათოლიკე მისიონერებს საქართველოში?
 ( გაიხსენეთ საქართველოს ისტორიიდან)

მოსწავლეები ინდივიდუალურად პასუხობენ დასმულ შეკითხვას.
(სლაიდი-3)
XVII   - ში საქართველოს ირანთან და ოსმალეთთან მარტო საომარი დამოკიდებულება არ  ჰქონია . ამ ქვეყნების კულტურამ გავლენა იქონია  ქართულ კულტურაზე. ამ დროს საქართველოში კათოლიკე მისიონერებმა დაიწყეს  ჩამოსვლა. ისინი თავიანთ სკოლებს  აარსებდნენ და  წარმატებულ მოწაფეებს სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გზავნიდნენ. საქართველოში იმ დროს ,,ღია სივრცეიყო სხვადასხვა ელემენტების  დამკვიდრებისთვის.
ყველაზე  ნათლად ეს გავლენა ტანისამოსის ხასიათში აისახა. კასტელის ალბომში დაცული   ჩანახატები ამ  მხრივაც ძალიან საინტერესოა.
     
გიორგი სააკაძე.                 მამუკა ბატონიშვილი.  ლევან II დადიანი.
      
სიმონ გურიელი.                                   ალექსანდრე III.
მოსწავლეებს ეძლევა თავისუფლება გამოიყენონ საქართველოს ისტორიის ცოდნა და ისაუბრონ აქ წარმოდგენილ  ადამიანებზე, გაამახვილონ ყურადღება მათ ჩაცმაზე, იგრძნობა თუ არა მათ ჩაცმულობაზე  ირანისა და ოსმალეთის გავლენა.
2. სიღრმისეული წვდომა.
(სლაიდი-4).
კასტელმა იმოგზაურა საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეში. მოგზაურობისას  ალბომში გაკეთებული ჩანახატები  იმ პერიოდის საერო არქიტექტურაზე გვიქმნის წარმოდგენას.

·   როგორ დაახასიათებთ  XVII -ის საერო არქიტექტურას კასტელის ჩანახატების  მიხედვით?

მოსწავლეებმა შეადარონ  XVIს-ის არქიტექტურას იგრძნობა თუ არა  წინსვლა ( თუ იგრძნობა რაში სჩანს, თუ არ იგრძნობა რატომ  პასუხი დაასაბუთონ).
(სლაიდი-5).
XVII  საულუნის  I  ნახევარში  აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა ოდიშის მთავარი ლევან  II  დადიანი. ამ პერიოდის მრავალი ჩანახატი აქვს  დონ ქრისტფორო დე კასტელს .

             
ლევანII დადიანი.                  თირუნია შარვაშიძე.     ნესტან-დარეჯან ჭილაძე.
            
·         სად მდებარეობდა ოდიშის სამთავრო?

როგორ შევაფასებთ  ოდიშის მთავრის  ლევან II დადიანის მოღვაწეობას კულტურის მხრივ? წამოსწია თუ არა წინ მაშინ ოდისის სამთავრო, რაში იგრძნობა და როგორ მოახერხა ეს?.
(სლაიდი-6).
მოსწავლეები გაეცნობიან იმ პერიოდის გურიის სამთავროს და იქ მდებარე ეკლესიის ჩანახატებს.

,, ეს  ეკლესია გურიის პროვინციის ერთ მთაზე დგას. იგი მორთულია უმნიშვენიერესი ვერცხლის ხატებით, რომლებიც ძალიან კარგი  ხელითაა მოხატული მართლმადიდებლების მიერ”.

როგორ გესმით ეს ციტატა და რა ახსნას მოუძებნიდით მას?
მოსწავლეები ინდივიდუალურად დააფიქსირებენ თავიათ მოსაზრებებს.
(სლაიდი-7-8).

კასტელი ხშირად წერს ქართველი ქალის სილამაზისა და სხვა ღირსებების შესახებ. მან იმ   150  ქალის პორტრეტი  შექმნა, რომლებსაც თვითონ იცნობდა და შეხვედროდა. ზოგიერთი მათგანი შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა.

   
 რომელია ლევან  II დადიანის და  მარიამი  და რა წვლილი შეიტანა მან ქართულ ისტორიოგრაფიაში?

დონ კრისტოფორო დე კასტელის  თვალით დანახული ქართული  საზოგადოება.
ამოვიცნოთ სურათიდან რომელი ცეკვაა მასზე გამოსახული?
რომელი საზოგადოების ფენაა გამოსახული? ვისაუბროთ მათ ჩაცმაზე? რომელი ქართული ფილმშია გამოყენებული ეს ფრაგმენტი . დაეხმარა თუ არა კასტელის ჩანახატები ქართული ფილმის გადაღებას?


რომელი კუთხის მეფე და დედოფალია წარმოდგენილი სურათზე? კულტურის მხრივ რა წვლილი მიუძღვის ქართულ ლიტერატურაში?
(სლაიდი-9).
ამ სლაიდზე მოცემულია იმ პერიოდის ნადირობის სცენა, მებრძოლი ქალი, ჭიდაობის სცენა, ბაზრობა.
 
 
მოსწავლეები იმსჯელებენ გრაფიკულ ნახატებზე, რამდენად ეფექტურად არის წარმოდგენილი ამ ნახატებით ქართული საზოგადოება, მათი საქმიანობა და ცხოვრების სტილი.
(სლაიდი-10).
ეთმობა ვიდეო რგოლს , რომელშიც თავმოყრილია ნიმუშები კასტელის ჩანახატების.
3.გაკვეთილის შეჯამება.
(სლაიდი-11).
·     დონ - ქრისტოფორო დე კასტელმა რა  შესძინა  თავისი  შრომით საქართველოს?

მოსწავლეები ინდივიდუალურად გააკეთებენ დასკვნებს დასმულ შეკითხვაზე.
4.საშინაო დავალება.
დაწერონ ესე ,,დონ-ქრისტეფორო დე კასტელმა რა შესძინა თავისი შრომით საქართველოს.“
აღნიშნული რესურსი არის ეფექტური იმისა თუ როგორია XVII საუკუნის ქართული კულტურა. რა ხდებოდა იმ დროს საქართველოში. ვის სურდათ  გაბატონება და ქართველი ერი რომელი მტრის თუ მოკეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა კულტურის მხრივ.
შედეგი თვალსაჩინოა;
მოსწავლე იკვლევს და მსჯელობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის  ხელოვნების ნიმუშებზე. ასახელებს ხელოვნების დარგებს, რომელიც ნიშანდობლივია ქართული ხალხური შემოქმედებისთვის. მსჯელობს ,რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული  ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები. იკვლევს , რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის.
ამოყენებული  ლიტერატურა :
 დონ - ქრისტოფორო დე კასტელის ალბომი.
. ანთელავა  საქართველოს ისტორია  1990
. ამირამაშვილის ხელოვბების ისტორია.

/en.chttp:/alameo.com/read/004867635b3cdae4d582b

No comments:

Post a Comment