Wednesday, 21 March 2018

4 კლასი ,, წაკითხულის გააზრება". სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.


                                             გაკვეთილის გეგმა.
კლასი/ საფეხური

IV/ დაწყებითი.

მასწავლებელი:

თინათინ აფრიდონიძე.

საგანი:

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

ჩატარების დრო:


16.02
გაკვეთილის თემა:

მხატვრის თვალით დანახული სცენები.

გაკვეთილის ხანგრძლივობა:
45წთ.


კლასის დახასიათება:


კლასში ირიცხება 13 მოსწავლე.

გაკვეთილის მიზანი:



სემიოტიკური კომპენტეციების განვითარება.
·         მოსწავლე ამოიცნობს მხატრულ ნამუშევარში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.
·         მოსწავლე შეძლებს სემიოტიკური კომპენტენციის, ვერბარული და არავერბალური საშუალებით გადმოსცეს ინფორმაცია , მოახერხოს ინტერპრეტირება მხატრულ ნამუშევარში .

კავშირი ესგ-სთან.
ს.გ.IV.4.მოსწავლეს შეუძლია გრძნობებისა და იდეების ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.IV.12.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.

წინარე ცოდნა:                            





მოსწავლეებმა იციან სახვითი ხელოვნების თემა ადამიანის პორტრეტები. იგი ერთ-ერთი ჟანრია სახვით ხელოვნებაში. მოსწავლეები საუბრობენ პორტრეტზე გამოსახულ  პერსონაჟების პროფესიაზე, საქმიანობაზე, რა  ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში.

სასწავლო მასლა დარესურსები:    




სახელმძღვანელო, სხვადასხვა ეპოქის  მხატვრების ნახატების ილუსტრაციები, სახატავი ფანქრები, ფურცლები, მარკერი.


ორგანიზების ფორმები:    


       საერთო საკლასო და ინდივიდუალური მუშაობა.

მუშაობის მეთოდი:

კითხვა-პასუხი, ,,გააგრძელე 2“.

გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი:    
     














































შედეგი:
I აქტივობა;   ასწავლო მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა (3წთ).
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სასწავლო მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.
II  ქტივობა;  წინარე ცოდნა ( კითხვა-პასუხი) (3წთ)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად სვამს შეკითხვებს:
დაფაზე  გამოკრული იქნება შემდეგი ნახატების ილუსტრაციები: ბართოლომე ესტებან მურილიო ,,ხილის გამყიდველი ბავშვები“, ოგიუსტ რენუარი ,,მუსიკის გაკვეთილი“,  ჟან ბატისტ სიმეონ შარდენი ,,ლოცვა სადილის წინ“, გიგო გაბაშვილი ,,ხევსურები“, ოგიუსტ რენუარი ,,სენას სანაპიროზე“.
1.      რომელ სურათზე გამოსახული ადამიანები ცხოვრობდენ შედარებით ადრე?  უფრო მოგვიანებით?
2.      რომელი  სურათი მიგვანიშნებს ადამიანების მძიმე ან, პირიქით ხალისიან ცხოვრებაზე?
3.      როგორი ფერებია გამოყენებული თითოეულ  მათგანში?
4.      რატომ დაინტერესდა ესა თუ ის მხატვარი კონკრეტული სცენის ასახვით?
5.      როგორ ფიქრობთ, ყოფითი სცენების  ასახვისას, გამოხატავს თუ არა მხატვარი  თავის დამოკიდებულებას  სურათზე გამოსახული ადამიანებისადმი?
III  აქტივობა-ლიტერატურული ნაწარმოების  მოსმენა (6წთ)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი კითხულობს  ზურაბ კუხიანიძის ნაწარმოებს ,,დაბადების დღე“.
IV აქტივობა- ,,გამოხმაურება წაკითხულ ტექსტზე.“(4წთ).
მოსწავლის სახელი გვარი...................................................
ტექსტის სათაური...........................................................................
შევამჩნიე რომ.....................................................................................
დავფიქრდი..........................................................................................
გავიაზრე.............................................................................................
აქტივობის აღწერა: ინდივიდუალურად მოსწავლეები შეავსებენ კითხვარს.
V აქტივობა-ინდივიდუალური მუშაობა  ,,გააგრძელე2“. (15წთ).
აქტივობის აღწერა: მოსმენილი ნაწარმოებიდან რაც დაამახსოვრდათ მოახდინონ  ამბის ილუსტრაცია  ინდივიდუალური მუშაობით.
VI აქტივობა: პრეზენტაცია(7წთ).
აქტივობის აღწერა: ისაუბრებენ მოსწავლეები თავიანთ შექმნილ ნახატზე და შევსებულ კითხვარზე.
VII აქტივობა :   განმავითარებელი შეფასება.(4წთ)
აქტივობის აღწერა:ხდება გაკვეთილის შეჯამება თუ როგორ შეძლეს  ყოფითი ჟანრის კომპოზიციის აგების პრინციპებით საკუთარ შემოქმედებაში გადატანა. შეფასება ინდივიდუალური, მასწავლებლის მიერ შემუშავებული რუბრიკების  მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლემ შეძლო ნასწავლი მასალის გახსენება და გადმოცემა, გაკვეთილზე მოსმენილი ლიტერატურული ნაწარმოების საჭირო დროს გამოყენება.  საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია და დროის მმართვა.


    

No comments:

Post a Comment