ინოვაციური გაკვეთილი.
კლასი:
|
VII
|
მასწავლებელი:
|
თინათინ აფრიდონიძე.
|
საგანი:
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
|
ჩატარების დრო:
|
10.05.2018
|
გაკვეთილის თემა:
|
კომპოზიციის აგების პრინციპები.
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა:
|
45წთ.
|
კლასის დახასიათება:
|
კლასში ირიცხება 19 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არის ერთი.
|
გაკვეთილის მიზანი:
|
·
მოსწავლე გაეცნოს კომპოზიციის აგების პრინციპებს.
·
მოსწავლემ შეძლოს სურათის ანალიზის გაკეთება კომპოზიციური
აგების თვალსაზრისით.
|
გაკვეთილის შედეგი.კავშირი ესგ-სთან.
|
სგ.VII7.მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები
და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების
ნაწარმოების შესახებ.
სგ.VII9.მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევრის
აზრს.
სგ.VII11.მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების
ნიმუშები.
|
წინარე ცოდნა:
|
მოსწავლეებმა იციანკომპოზიციის აგების ფორმა სიმეტრია
და წონასწორობა.მხატრულ ნაწარმოებსი კომპოზიციის აგების პრინციპები. შეუძლიათ რომელიმე მხატვრის სურათის ანალიზის
გაკეთება კომპოზიციური აგების.
თვალსაზრისით.
|
სასწავლო მასლა დარესურსები:
|
სახელმძღვანელო, სხვადასხვა ეპოქის მხატვრების სურათები, სახატავი ფანქრები, ფურცლები,
მარკერი, ასნთის ღერები.
|
ორგანიზების ფორმები:
|
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
მუშაობის მეთოდი:
|
კითხვა-პასუხი, ,,ასოციაცია“.
|
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი:
შედეგი:
|
I აქტივობა-მოსწავლეებისთვის
სასწავლო მიზნებისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
სასწავლო მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.
II აქტივობა -წინარე ცოდნა
( კითხვა-პასუხი) (10წთ)
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წინარე ცოდნის გასააქტიურებლად
სვამს შეკითხვებს:
1.
რა არის კომპოზიცია?
2.
რა ხერხებით ხდება კომპოზიციის გაერთიანება?
3.
დააკვირდით და უპასუხეთ თქვენს წინაშეა სანდრო ბოტიჩელის ნახატი ,,ვენერას დაბადება“
და რაფაელ სანტის ,,რაინდის ხილვა“ რომელი
სურათია ფრაგმენტული? რა განსხვავებაა მათ შორის?
მასწავლებელი
ეკითხება სსსმ მოსწავლეს სად გადის სიმეტრიის ღერძი ნახატში ,,რაინდის ხილვაში“,
სურათიდა რომელიმე ფიგურია ამოღებით რა მოხდება? კომპოზიციის აგების დროს ასრულებს თუ არა დიდ
როლს ფიგურებში ფერების სწორად ჩასმა?
III
აქტივობა-,,მინი ლექცია“(6წთ)
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი საუბრობს კომპოზიციის აგების სხვადასხვა ფორმაზე: ფრიზული,
სიმეტრიული, დინამიკურ და ფრაგმენტულ კომპოზიციაზე. განხილული იქნება ლეონარდო და
ვინჩის „ საიდუმლო სერობა“, რემბრანტის ,,უძღები შვილის დაბრუნება“, ანრი მატისის
,,წითელი ოთახი“, პიტერ პაულ რუბენსის ,,პერსევსი და ანდრომედინა“-ს ფერწერული ტილოები.
IV აქტივობა-ჯგუფური მუშაობა ,,ასოციაცია“. (15წთ).
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი კლას ჰყოფს სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას. I
ჯგუფი დახატავს ფრიზულ კომპოზიციას შემდაგი ფიგურების
გამოყენებით: ღრუბელი, ქოლგა,ცისფერი. II
ჯგუფი დახატავს დინამიკურ კომპოზიციას, შემდეგი ფიგურების გამოყენებით:
ძაღლი , ბიჭი, წითელი ბურთი. III
ჯგუფი კი ფრგმენტულ კომპოზიციას დახატავს, შემდეგ კომპოზიციას: ხე, ჩიტი,
მდინარე. სსსმ მოსწავლე მოხდება ერთერთ ჯგუფში და შეასრულებს შემდეგ დავალებას სანთის ღერების გამოყენებით უნდა ააგოს სიმეტრიული
გაწონასწორებული კომპოზიცია მაგალითად სამკუთხედი, ოთკუთხედი ფიგურების აგებით.
V აქტივობა-ჯგუფური
მუშაობის პრეზენტაცია(8წთ).
აქტივობის
აღწერა: სამივე ჯგუფის მამუშევრის და მათ შორის სსსმ მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია.
VI აქტივობა შეჯამება,
შეფასება.(4წთ)
აქტივობის
აღწერა:ხდება გაკვეთილის შეჯამება თუ როგორ შეძლეს კომპოზიციის აგების პრინციპებით
საკუთარ შემოქმედებაში გადატანა. შეფასება ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის. მასწავლებლის
მიერ შემუშავებული რუბრიკების მიხედვით.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლემ შეძლო ნასწავლი მასალის გახსენება და გადმოცემა, გაკვეთილზე
მოსმენილი ახალი ინფორმაციის საჭირო დროს გამოყენება. ჯგუფურ მუშაობაში თანამშრომლობა,
საკუთარი შემოქმედების პრეზენტაცია და დროის მმართვა.
|
ინდივიდუალური შეფასება.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.
|
აქტიური მონაწილეობა.
|
სათწმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა, კონტაქტი აუდიტორიასთან
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.
|
0-3
|
0-3
|
0-4
|
10
|
ჯგუფური მუშაობის შეფასება.
ორგანიზებულობა (დროის ლიმიტის დაცვა).
|
მასალის , ტექნიკის და მხატრულ-გამომსახველობითი საშუალებების ფლობა.
|
შემოქმედებითობა ანუ ფანტაზია.
|
თანამშრომლობა ჯგუფური მუშაობის დროს.
|
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.
|
0-1
|
0-3
|
0-4
|
0-2
|
10
|
No comments:
Post a Comment