Saturday, 3 February 2018

II კლასი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

II კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.II.1.  მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტ და პრინციპ   ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.2.  მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.3.  მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.II.4.   მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.II.5.   მოსწავლეს შეუძლია  მარტივი შრომითი საქმიანობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებ ამომჟღავნება.
ს.გ.II.6.   მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.II.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.8.   მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
ს.გ.II.9.   მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
ს.გ.II.10.   მოსწავლე  მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.II.11.  მოსწავლე  იცნობს ელემენტარულ ტერმინებს და შეუძლია მათი  გამოყენება.
ს.გ.II.12.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგახელოვნების ზოგიერთ დარგ და ჟანრ   და  კავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ს.გ.II.13.   მოსწავლეს შეუძლია  კავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან.
           


თემატური გეგმა – II კლასი
მეორე კლასის ხელოვნების სახელმძღვანელოში მოცემული თემების რაოდენობა მთლიან წელზე არის 59. I სემესტრში 15 სასწავლო კვირაა და ტარდება ხელოვნებაში –30 გაკვეთილი, ხოლო მე–2 სემესტრში 21 სასწავლო კვირაა, გაკვეთილი– 41;

თარიღი
გაკვეთილის
სახელწოდება

საათების რაოდენობა

მიზნები და შედეგები

შენიშვნა

1
ზაფხულის შთაბეჭდილებები

სასწავლო მიზნები:
მოსწავლის მიერ წინა წელს შეძენილი ცოდნის გააქტიურება, ხელოვნების ნიმუშებზე მსჯელობის, ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების შედეგების ნამუშევრაში გადმოცემის, საპრეზენტაციო უნარ– ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: .. II.3; .. II.6; .. II.7; .. II.7; .. II.7; .. II.7; .. II.8;.. II.8; .. II.8; .. II.13; .. II.13.


2
ხაზების სამყარო

სასწავლო მიზნები:
მოსწავლის ცოდნის გააქტიურება სხვადასხვა სახეობის ხაზებზე, ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების, სხვადასხვა ტიპის ხაზის პრაქტიკულ ნამუშევარში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: .. II.2; .. II.6; .. II.7; .. II.7. .. II.7; .. II.9.


3
რა არის გრაფიკა

სასწავლო მიზნები: გრაფიკის ცნების გაცნობა, სხვადასხვა ტიპის ხაზით განწყობილების გადმოცემის, ბუნების მოვლენებზე დაკვირვებისა მიღებული შთაბეჭდილებების ნამუშევარში გადმოცემის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი:  ს.გ. II.1; ს.გ. II.4: ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8; ს.გ. II.11; ს.გ. II.11; ს.გ. II.13.


 4
ხაზი და განწყობილება

სასწავლო მიზნები: სხვადასხვა ტიპის ხაზით განწყობილების გადმოცემის, ბუნების მოვლენებზე დაკვირვებისა და მიღებული შთაბეჭდილებების ნამუშევარში გადმოცემის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.3; ს.გ. II.4; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.9; ს.გ. II.11; ს.გ. II.13.


5
ფორმა და კონტური

სასწავლო მიზნები: კონტურის ხაზით საგნის ფორმის გადმოცემის,მეხსიერებით ხატვის, აპლიკაციის ხერხით ნატურმორტის შექმნის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.3; ს.გ.II.3; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ.II.11; ს.გ. II.12.



6
შევამკოთ საგანი

სასწავლო მიზნები: ორნამენტის ძირითადი მახასიათებლების გაცნობიერების, დეკორატიული მოტივების შერჩევა– გამოყენების, საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.9; ს.გ. II.11.


 7
რა არის ფერწერა

სასწავლო მიზნები: მოსწავლეებისათვის სახვითი ხელოვნების ერთ–ერთი დარგის– ფერწერის გაცნობა, სურათით აღძრულ შთაბეჭდილებებზე საუბრის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი:
ს.გ. II.1; ს.გ. II.3; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8; ს.გ. II.11; ს.გ. II.12; ს.გ. II.12.


 8
თბილი ფერები

სასწავლო მიზნები: თბილი ფერებით გადმოცემული განწყობილების აღქმისა და მათი საშუალებით საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების უნარს, დაკვირვების, არგუმენტირებული მსჯელობის განვითარება. 
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.3; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.11; ს.გ.13.


9
ცივი ფერები

სასწავლო მიზნები: მოსწავლეებისათვის ცივი ფერების გაცნობა, მათი საშუალებით სათანადო განწყობილების გადმოცემის, პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.11.


10
რა არის ჟანრი

სასწავლო მიზნები: მოსწავლეებისათვის მხატვრული ჟანრის ცნების გაცნობა, მათთვის ცნობილ ჟანრებზე ცოდნის განმტკიცება, სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრებზე მსჯელობის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევის განვითარება.
შედეგის კოდი:
ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.11; ს.გ. II.12.


11
მთავარი ნახატზე

სასწავლო მიზნები: სურათზე მთავარი, აზრობრივად და კომპოზიციურად მნიშვნელოვანი გამოსახულების აღნიშვნისა და შეძენილი ცოდნის საკუთარ ნამუშევარში გამოყენების უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.4; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8; ს.გ. II.11.


12
რა ვიცით, რა შეგვიძლია

სასწავლო მიზნები: მოსწავლეთა მიერ ათვისებული ცოდნის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების ხარისხის შემოწმება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.10;ს.გ. II.11. ს.გ. II.12; ს.გ. II.12.


13
დღე და ღამე

სასწავლო მიზნები: გარემოსა და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობისა და საკუთარ ნამუშევარში გამოყენების, საპრეზენტაციო უნარის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.3; ს.გ. II.4; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8;
ს.გ. II.8; ს.გ. II.12; ს.გ. II.12.


14
სოფელი შემოდგომაზე

სასწავლო მიზნები: გარემოსა და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობა.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.3; ს.გ. II.3; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7;
ს.გ. II.7; ს.გ. II.13.


15
,, ფოთლები, ფოთლები..“

სასწავლო მიზნები: გარემოზე დაკვირვების შედეგებზე, წელიწადის კონკრეტული დროის თავისებურებებზე, სურათით აღძრულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის, საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად საჭირო მასალისა და ხერხის შერჩევისა და გამოყენების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.2; ს.გ. II.4; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8;
ს.გ. II.11. ს.გ. II.13.


16
ვხატავთ პორტრეტს

სასწავლო მიზნები: პორტრეტის ნიმუშზე მსჯელობის, მარტივი ნიმუშის შექმნის, დაკვირვებულობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8; ს.გ. II.11. ს.გ. II.13.


17
რას გვიამბობენ სურათები

სასწავლო მიზნები: ნაწარმოების, შინაარსზე მსჯელობის, სიუჟეტური ნამუშევრის შექმნის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.1; ს.გ. II.3; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8; ს.გ. II.8;
ს.გ. II.8; ს.გ. II.9; ს.გ. II.13. ს.გ. II.1.13


18
ჩემი ეზო

სასწავლო მიზნები: გარემოზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობისა და მიღებული შთაბეჭდილებების განსხვავებული მასალითა და ხერხით გადმოცემის, პლასტილინის ძერწვისას მრავალფეროვანი დეტალების ასახვის ჩვევების, საძერწი მასალისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ– ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.8.


19
ვაშენებთ ქალაქს

სასწავლო მიზნები: გარემოზე დაკვირვების ნამუშევარში ასახვის, აპლიკაციის ხერხის შემოქმედებითად გამოყენების, გეომეტრიული ფორმებით გამოსახულების შექმნის, საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების გამოყენება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2. ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


20
ზამთარი

სასწავლო მიზნები: ბუნებაზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობისა და ნამუშევარში გადმოცემის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


21
მისალოცი ბარათი

სასწავლო მიზნები: სხვადასხვა ბუნებრივი და ხელოვნური მასალის სასუალებით აპლიკაციის შექმნის, დასმული ამოცანის შემოქმედებითად გადაჭრის, ნამუშევარის წარდგინების უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


22
შობა

სასწავლო მიზნები: ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელების, პლასტილინით მუშაობის პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.; ს.გ. II.8; ს.გ. II.8.


23
საახალწლო გირლანდები

სასწავლო მიზნები: ხელოვნური მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციის შექმნის, საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


24–25
რა ვიცით, რა შეგვიძლია

სასწავლო მიზნები: მოსწავლეთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების ხარისხისა და შეძენილი უნარ–ჩვევების შემოწმება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.10.


26
ნახატებიანი წიგნები

სასწავლო მიზნები: ნაცნობი ნაწარმოების შინაარსზე მსჯელობის, პერსონაჟებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის გამოვლენის, ამხანაგების ნამუშევრებზე აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.4; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.8; ს.გ. II.12; ს.გ. II.13.


  27
,, ბოროტსა სძლია კეთილმან....“

სასწავლო მიზნები: ნაცნობის ნაწარმოების შინაარსზე მსჯელობის, პერსონაჟებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის გამოვლენის, ამხანაგების ნამუშევრებზე აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.4; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.8;
ს.გ. II.12; ს.გ. II.13.


28–29
ჩვენი წიგნი

სასწავლო მიზნები: ილუსტრირებულ წიგნებზე მსჯელობის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზების, შემოქმედებითობის, საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. I.2; ს.გ. I.5; ს.გ. I.5; ს.გ. I.6; ს.გ. I.7; ს.გ. I.7.


  30
წიგნის სანიშნი

სასწავლო მიზნები: შეძენილი ცოდნის( ხაზის სახეობები, გეომეტრიული ფორმები, ფერები) შემოქმედებითად გამოყენების, პრაქტიკული საქმიანობის და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2.; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.8; ს.გ. II.8.


31
ჩვენი სპექტაკლი

სასწავლო მიზნები: სპექტაკლის შექმნის თავისებურებებზე მსჯელობის, სამუშაო მასალის შემოქმედებითად გამოყენების, ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7;ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.9.


32
საყვარელი ფილმის გმირი

სასწავლო მიზნები: ხელოვნების დარგებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, საყვარელი გმირის სახასიათო ნიშნებზე მსჯელობისა და ნამუშევარში გადმოცემის, საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. I.3; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7.


33
 ცირკში

სასწავლო მიზნები: სხვადასხვა წარმოდგენით მიღებული შთაბჭდილებების გაზიარებისა და ნამუშევარში ასახვის, შემოქმედებითობის, პრაქტიკული და შაკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


34
ფრინველები

სასწავლო მიზნები: გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობის და ნამუშევარში გადმოცემის, სხვადასხვა მასალის შემოქმედებითად გამოყენების, პრაქტიკული და საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.4 ; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7.


35–36
ზოოპარკში

სასწავლო მიზნები: ბუნებასა და გარემოზე დაკვირვების შედეგებზე მსჯელობის, სივრცობრივი აზროვნების გამოვლენის, სხვადასხვა მასალის შემოქმედებითად გამოყენების, საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7.


37
რა არის ქანდაკება

სასწავლო მიზნები: ქანდაკების ძირითადი მახასიათებლების გაცნობა, ამ დარგის ნიმუშებზე მსჯელობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარე–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. I.3; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


38
როგორ გადაარჩინეს ბატებმა რომი

სასწავლო მიზნები: ნაწარმოებით აღძრულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარე–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.2; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


39
ჰერაკლეს გმირობები

სასწავლო მიზნები: ხელოვნების ნიმუშში ნაცნობი სიუჟეტის ამოცნობის, ორნამენტის ძირითად ელემენტზე მსჯელობის, შემოქმედებითობის, საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.8; ს.გ. II.13.


40
რა ვიცით, რა შეგვიძლია

სასწავლო მიზნები: მოსწავლეთა მიერ ათვისებული ცოდნის, შემოქმედებითობისა და საკომუნიკაციო უნარების ხარისხის შემოწმება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.11.


41
გაზაფხული

სასწავლო მიზნები: გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების შედეგზე მსჯელობის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, კომუნიკაციის უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.4; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.13.


42
ცისარტყელა

სასწავლო მიზნები: ცისარტყელას ფერების გაცნობა, ბუნებაზე დაკვირვების უნარის, საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, ნამუშევრებზე მსჯელობის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7. ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


43
სიმეტრია და ასიმეტრია

სასწავლო მიზნები: სიმეტრიისა და ასიმეტრიის ცნებების გაცნობა და შეძენილი ცოდნის ნამუშევარში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


44
ვულოცავთ

სასწავლო მიზნები: ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, ფანტაზიის, პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


  45
უცნაური ნახატები

სასწავლო მიზნები: ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, ფანტაზიის, პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


46
აღდგომა

სასწავლო მიზნები: ხელოვნების ნიმუშებში ნაცნობი სცენების, მოვლენების ამოცნობისა და მათზე მსჯელობის უნარის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


47
ბაბილონის გოდოლი

სასწავლო მიზნები: მიღებული შთაბეჭდილებების ნამუშევარში გადმოცემის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, ფანტაზიის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.4; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8;
ს.გ. II.12.


48
ჩვენი ექსკურსია

სასწავლო მიზნები: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მიღებული შთაბეჭდილებებზე მსჯელობისა და საკუთარ ნამუშევარში გადმოცემის უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


49
რა ვიცით, რა შეგვიძლია

სასწავლო მიზნები: მოსწავლეთა მიერ ათვისებული ცოდნის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო ხარისხის შემოწმება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.8; ს.გ. II.10;ს.გ. II.11; ს.გ. II.12; ს.გ. II.12.


50
პირამიდა

სასწავლო მიზნები: სივრცეში ფორმის აღქმის, შთაბეჭდილებების გადმოცემის, პრაქტიკული უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.6; ს.გ. II.7.


51
აქლემი უდაბნოში

სასწავლო მიზნები: მოსწავლის ფანტაზიის, შემოქმედებითობის, პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.4; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.6;ს.გ. II.7; ს.გ. II.8.


52
ზღვა

სასწავლო მიზნები: ნამუშევრის შინაარსისა და მასში ასახული განწყობილების გადმოცემის, რელიეფური გამოსახულების შექმნის თავისებურებებზე მსჯელობის, შემოქმედებითობის უანარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.5; ს.გ. II.6; ს.გ. II.7; ს.გ. II.7;ს.გ. II.8. ს.გ. II.13; ს.გ. II.13.


53
ხელოვნების დარგები

სასწავლო მიზნები: სახვითი ხელოვნების დარგების გაცნობა, ხელოვნების ნიმუშებზე მსჯელობისა და შესაბამის დარგთან მიკუთვნების, თითოეული დარგის ძირითადი ელემენტის გამოყოფის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომისა და საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ. II.1; ს.გ. II.2; ს.გ. II.5; ს.გ. II.7; ს.გ. II.7 ; ს.გ. II.8; ს.გ. II.8. ს.გ. II.1;
ს.გ. II.11; ს.გ. II.12.


54
ლაქა და გამოსახულება

სასწავლო მიზნები: ბუნების სხვადასხვა მოვლენებზე დაკვირვებისა და მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემის, წარმოსახვის, საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.II.5; ს.გ.II.5; ს.გ.II.5; ს.გ.II.6; ს.გ.II.7; ს.გ. I. 7; ს.გ. I. 7; ს.გ. II. 9.


55
ვემზადებით გამოფენისათვის

სასწავლო მიზნები: განსხვავებული მასალით ჩანაფიქრის განხორციელების, შემოქმედებითობის უნარის განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.II.2; ს.გ.II.5; ს.გ.II.5; ს.გ.II.6; ს.გ.II.7.


56–57
იოცნებე, ხატე, ძერწე და აკეთე...

სასწავლო მიზნები: ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, სხვადასხვა მასალისა და ტენიკის ფლობის, საკუთარ და ამხანაგების ნამუშევრებზე აზრის გამოთქმის უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი: ს.გ.II.2;  ს.გ.II.2;  ს.გ.II.4;  ს.გ.II.5;  ს.გ.II.5;  ს.გ.II.6;  ს.გ.II.7;  ს.გ.II.8;
ს.გ.II.8.


58–59
რა ვიცით, რა შეგვიძლია

სასწავლო მიზნები: მოსწავლეთა მიერ სასწავლო მასალის ათვისების ხარისხისა და შეძენილი უნარ–ჩვევების შემოწმება.
შედეგის კოდი: ს.გ.  II.6;  ს.გ.  II.6;  ს.გ.  II.6;  ს.გ.  II.7;  ს.გ.  II.7;  ს.გ.  II.8;   ს.გ.  II.10;
ს.გ. II.10.