Tuesday, 4 November 2014

ქრისტიანული სალოცავები

 1.პროექტის სახელწოდება: ქრისტიანული სალოცავები
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან უკეთ ქრისტიანულ სალოცავებს და მათ დანიშნულება  საზოგადოებაში.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს სხ/სხ კუთხეში მდებარე  ქრისტიანულ სალოცავებზე.
4. პროექტის მიზნები: ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სხ/სხ უნარების განვითარებას: კვლევის, შემიქმედობითობის, ინფორმაციის მოძიების, ურთიერთანამშრომლობის, ერთმანეთის მოსმენის და აზრის გაზიარების უნარებს.
5. მონაწილეთა ასაკი. 15 წელი  ( VIII - კლასი )
6. ვადები / ხანგრძლივობა. 2 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები: მოპოვებული მასალების საფუძველზე მოახდენენ პრეზენტაციას . მოეწყობა ფოტო გალერია, გაკეთდება კედლის გაზეთი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლის სახელმძღვანელო, ენციკლობედია, ინტერნეტი,ფოტო აპარატი,მარკერი, მუყაოს ფურცელი, წებო, კომპიუტერი, უბრალო ფანქარი, საშლელი, სახატავი ფურცელი.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ). აქტივობა: ჯგფი გაიყოფა ორ ნაწილად . პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას დას.საქართველოში მდებარე ქრისტიანულ სალოცავებზე.მეორე ჯგუფი აღ.საქართველოში.
1.      აქტივობა: მოსწავლეები ისაუბრებენ ბაზილიკაზე და გუმბათოვან ტაძრებზე. ისაუბრებენ მათ შექმნის და დაარსების ისტორიაზე.
2.      აქტივობა: რამოდენიმე მოსწავლე შექმნის იმ ორნამენტის ნიმუშებს, რომლებიც ქრისტიანული ტაძრის ფასადებზეა მოთავსებული.
3.      აქტივობა: ერთობლივად მთელი კლასი მოაწყობს ფოტო გამოფენას ქრისტიანულ ტაძრებზე და შექმნიან კედლის გაზეთს სათაურით „ ჩვენი სარწმუნოება“.
10. საგნებთან კავშირი. ისტორია და ხელოვნება.
11. პროექტის ხელმძღვანელი თინათინ აფრიდონიძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Tinatinafridonidze77@gmail.com

No comments:

Post a Comment