Tuesday, 3 July 2018


      წლის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოების შედეგების ანგარიში.
                                                                                                             თინათინ აფრიდონიძე.
                                                სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
        სასწავლო წლის განმავლობაში ეროვნული გეგმის მიხედვით გარკვეული თემების შესწავლით მასწავლებელს მოეთხოვება შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაოები მასწავლებელს და მოსწავლეს უქმნის ერთგვარ წარმოჩენას რამდენად დაძლეულია სასწავლო ერთეული, რამდენად წარმოჩინდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარ-ჩვევა სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.
      სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაში ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოები უნდა ამოწმებდეს საგნის სტანდარტით განსაზღვრულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს. შემაჯამებელი სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი მიმართულებებით, იქნება ეს: ღია და დახურული კითხვები, კროსვორდი თუ მხატვრული შემოქმედებითი ნამუშევარი (ხატვა).
       სტანდარტის მოთხოვნაა შესასრულებელი რეკომენდირებული შემაჯამებელი დავალებათა მრავალი ფორმით გამოყენება. 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში  V-IX კლასებში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა თითოეულ კლასში ხუთი შემაჯამებელი. იმისათვის რომ შემაჯამებელი ყოფილიყო ეფექტური და მრავალფეროვანი, გამოვიყენე სხვადასხვა ფორმები. გამოვიყენე ღია და დახურული ტიპის კითხვები. მოსწავლის შემოქმედებითი სამუშაოს წარმოსაჩენად ერთ-ერთი შემაჯამებელი მქონდა ლიტერატურული ნაწარმოების ჩანახატის გაკეთება, სადაც წარმოჩინდა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობა, ფანტაზია და მხატვრული ელემენტები.
       დავალების თითოეულ ტიპს ახლდა შეფასების ზოგადი რუბრიკა. შემაჯამებელი სამუშაოები ტარდებოდა გარკვეული თემების დასრულების შემდეგ, განვლილ მასალაზე. 10 ქულა განაწილებული იყო შეფასების რუბრიკების შემავალ კრიტერიუმებზე, რომელიც ამოწმებდა შემაჯამებელ დავალებებს.
       მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში ვგეგმავ სხვადასხვა ტიპის შემაჯამებლებს, რათა შემოწმდეს მოსწავლის სწავლის შესაძლებლობები მრავალმხრივად.
      სიახლეები გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და აუმაღლებს მოსწავლეებს პასუხისმგებლობას, გაიზრდება მათი ცოდნისა და განათლების ხარისხი.